Who we are

Guria Youth Resource Center established on June 5, 2002.

Since 2002 it has accomplished more then thirty succesful projects funded by international donor agencies...

More
Active Citizens Make a Strong Country !!
News

უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის

(SECTORs) უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" - ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით დაფინანსებული  პროექტის პრეზენტაცია გაიმართა გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ორგანიზაცებით. 
ღონისძიება 19 ოქტომბერს ონლაინ პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა კოვიც 19-ის გავრცელებით გამოწვეული შეზღუდვით გამო და მას 30-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა მათ შორის:  ადგილობრივი თვითმმართველობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პროფესიული კოლეჯი, დასაქმებებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარარმომადგენლები, მას მედია და სხვა დაინტერესებული პირები.  
აუდიტორიას მიესალმა ევროდელეგაციის წარმომადგენელი ქალბატონი ნინო ყოჩიშვილი, ხოლო პროექტის დირექტორმა თამარ ღლონტმა მონაწილეებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები გააცნო.  
მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ერთ-ერთი კომპონენტის - დასაქმების ბაზრის კვლევის მნშვნელობისა და სპეციფიკის მიმოხილვას,  რომელიც აუდიტორიას ამავე  პროექტის  კოორდინატორმა ოთარ რევიშვილმა გააცნო.  
სახელმწიფო რწმუნებულმა ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, ბატონმა ზურაბ ნასარაიამ ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე რეგიონის ეკონომიკური განვითარების საქმეში. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სექტორთაშორის თანამშრომლობის პერპექტივებზე მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებისა და პროფესიული განვითარების კუთხით.  
"(SECTORs) უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.  ახორციელებს გურიის  ახალგაზრდული რესურსცენტრი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით. პროექტის განხორციელების არეალია  გურია, აჭარა და სამეგრელო, პერიოდი კი 36 თვეს მოიცავს.  
Organization donors in various times...