Who we are

Guria Youth Resource Center established on June 5, 2002.

Since 2002 it has accomplished more then thirty succesful projects funded by international donor agencies...

More
Active Citizens Make a Strong Country !!
News

ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის

გრავირებისა და ქაღალდის პარკების წარმოების საამქრო, რომლებიც ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების დასაქმებას უზრუნველყოფს, „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა შექმნა.

სოციალური საწარმოები საკრებულოს თავმჯდმარემ დავით დარჩიამ, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის დირექტორმა თამარ ღლონტმა და დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, პროექტის კოორდინატორმა ნინო ხაჩიძემ გახსნეს.

პარკების წარმოების საამქრო გურიის რეგიონში ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებს აწარმოებს, გრავირების საამქრო კი საფლავის ქვებისა და სუვენირების დამზადებას გულისხმობს. ამჯერად საწარმოებში 4 ადამინია დასაქმებული.

ღონისძიება ჩატარდა „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი პროექტის განმახორციელებელი პარტნიორია გურიაში

Organization donors in various times...