ვინ ვართ

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი” დაარსდა 2002 წლის 5 ივნისს.

დაარსებიდან დღემდე, ჩვენმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამ ათეულზე მეტი წარმატებული პროექტი განახორციელა...

ვრცლად
აქტიური მოქალაქეები ქმნიან ძლიერ ქვეყანას !!

 

ოთარ რევიშვილი , ბიზნესის განვითარების კომპონენტის კოორდინატორი

2005 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, სპეციალობით - საბანკო საქმე.

2006-2008 წლებში სწავლობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სუბტროპიკულ მეურნეობის ეკონომიკისა და ტურიზმის ფაკულტეტზე, სპეციალობით - ბიზნესის მართვა, სადაც, მოიპოვა მაგისტრის ხარისხი.

2007-2012 წლებში მუშაობდა ს.ს.ი.პ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილების უფროსად.

2012-2013 მუშაობდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.

2016 წლის 1 თებერვლიდან მუშაობა დაიწყო ს.ს „ლიბერთი ბანკი“-ს შიდა მონიტორინგის სამსახურში, ამავე წლის 1 აგვისტოდან დღემდე მუშაობს “DVV international”-ში ბიზნეს კონსულტანტის და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში ბიზნესის განვითარების კომპონენტის კოორდინატორის თანამდებობაზე.

განსხვავებულ პერიოდში ორგანიზაციის დონორები...