Who we are

Guria Youth Resource Center established on June 5, 2002.

Since 2002 it has accomplished more then thirty succesful projects funded by international donor agencies...

More
Active Citizens Make a Strong Country !!
News

პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ფაზა 2

პრაქტიკული და თეორიული კურსი ლურჯი მოცვისა და კივის სასწავლო პროგრამის ფარგლებში დასრულდა. კურსის მონაწილეებმა პროგრამის ფარგლებში შეძენილი ცოდნა , რომელსაც თან აღნიშნულ სფეროში მათი გამოცდილებაც ერთვოდა, ტესტირებაში ასახეს.

ტესტირებაში შეტანილი იყო ყველა ის საკითხი, რომელიც პროგრამის მონაწილეებმა სასწავლო კურსის გავლისას შეისწავლეს :

ლურჯი მოცვის და კივის ჯიშები და გაშენების ტექნოლოგია, სხვლა-ფორმირება და კვება, მავნებელ-დაავადებების, სარეველების და სტრესული ფაქტორების მართვა ასევე მოცვისა და კივის მოსავლის მართვა.

პროგრამის მონაწილეებს შემაჯამებელი ტესტირების გავლა და შეძენილი ცოდნის უკუგება არ გასჭირვებიათ.

სასწავლო პროგრამა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებული პროექტის - "პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ფაზა 2" - ფარგლებში, რომელიც განახორციელა გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრმა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SDC) დაფინანსებით.

 

Organization donors in various times...