დოკუმენტი წარმოადგენს 2015 წელს გურიისა და აჭარის რეგიონებში ჩატარებული მიგრაციის ტენდენციის კვლევის ანგარიშს.
კვლევა ჩატარდა ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა საგანმანათლებლო და ბიზნესსაქმიანობის ხელშემწყობი პროექტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) საქართველოს ოფისთან და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან პარტნიორობით.